პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წინანდალში ენერგეტიკული ფორუმი გამართა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წინანდალში გასვლითი სხდომის ფარგლებში, ენერგეტიკული ფორუმი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმზე ენერგოდამოუკიდებლობის აქტთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელიც ახლო მომავალში კანონპროექტის სახით შევა პარლამენტში განსახილველად.

დოკუმენტი კომიტეტს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსმა მრჩეველმა ელენე ღუბიანურმა წარუდგინა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტს წარმოადგენს. ქვეყნის ეკონომიკის ხანგრძლივი და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა შეუძლებელია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე, ამიტომ ამ დოკუმენტით განისაზღვრება ის ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები და პრინციპები, რომლებიც ქვეყნის სამომავლო ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ და წარმოადგენენ ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელ პრინციპს.

მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის. ასევე, ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების და მოქალაქეთა კეთილდღეობის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა.

„დოკუმენტის განხილვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის და ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება