მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინა

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერმა განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.

„მერის ანგარიშის მიხედვით: 2022-2023 წლებში ზუგდიდში 150-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 130 000 000 ლარამდეა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 კმ-მდე გზას, ხოლო ამჟამად 54 კმ-მდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერის ინფორმაციით, 2023 წელს წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდა 6 ადმინისტრაციულ ერთეულში. გაზიფიცირდა 3 სოფელი. სრულად გაზიფიცირებულია 44 ადმინისტრაციული ერთეული.

ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე და მიმდინარეობაზე ისაუბრა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 48 ადმინისტრაციულ ერთეულს ჯამში გამოეყო 1 026 272 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებისათვის გამოიყოფა 383 193 ლარი. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მერის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერის ინიციატივით, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 000 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მშენებლობისთვის კი შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

მამუკა წოწერიამ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროგრამაზეც ისაუბრა.

ცნობისთვის, EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერაა. პროექტი ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის (მთავარი პარტნიორი და პროექტის განმახორციელებელი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.

აღსანიშნავია, რომ EU4Culture პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის: აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 70-მა ქალაქმა. სტრატეგიების შეფასების შემდეგ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების კონსორციუმმა, ზუგდიდი გამარჯვებულ ქალაქად გამოავლინა.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ანგარიშის წარდგენა გაგრძელდება, მორიგი შეხვედრა გაიმართება 9 ნოემბერს, 16:00 საათზე დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში; 10 ნოემბერს, 15:00 საათზე, ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება