ჯაბა სამუშიამ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში  სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აშოტ სმბატიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ახალი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. თსუ რექტორმა და ელჩმა, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების მიმართულებით თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

„როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ აღნიშნა სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს თსუ-სა და სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა თუ მეცნიერების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს