გიორგი კლდიაშვილი - ევროკომისიის რეკომენდაციები ხელისუფლების მიმართ არის წარდგენილი, ხოლო დამსახურებად პირდაპირ წერია ქართველი ხალხი - ჩვენი ხელისუფლება ვერ იმსახურებს დადებით შეფასებას

ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ გაცემული დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა ურყევი ნება, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) თანადამფუძნებელმა გიორგი კლდიაშვილმა „პალიტანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიამ ძალიან მკაცრად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„ეს არის ერთი-ერთი ყველაზე სასიხარულო სიახლე, რაც ბოლო პერიოდში გვქონია. ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით და სამომავლოდ, იმედია, გვექნება უკეთესი შედეგი.

დიპლომატები პირდაპირ არ საუბრობენ, თუმცა, ვინც იცნობს ამ ენას, რომლითაც იწერება საერთაშორისო დოკუმენტები, ძალიან კარგად დაინახავს, რომ ძალიან მკაცრად არის შეფასებული მთავრობის საქმიანობა, არა მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება, არამედ ზოგადად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ პერიოდისთვის. მაგალითისთვის - უკრაინასთან მიმართება, ევროკავშირისა და საერთაშორისო სანქციებთან არ შეერთება და სხვა ნაბიჯები, რომელზეც პირდაპირ წერია, რომ არის პრობლემა.

რეკომენდაციები უფრო კონკრეტულად ხელისუფლების მიმართ არის წარდგენილი და მათ ეხებათ, ხოლო დამსახურებად პირდაპირ წერია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა ურყევი ნება და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ არის მიღებული, თორემ ობიექტურად, რომ შევაფასოთ, შარშან უფრო ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსის მიღებას, ვიდრე დღეს. ეს არის კეთილი ნების გამოხატვა ევროკომისიის მხრიდან, რომ დადებითი რეკომენდაცია გასცა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თორემ ამ შეფასებით, ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ვერ იმსახურებს დადებით შეფასებას“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება