ნინო დოლიძე - თუ გინდა ევროპული სივრცის ნაწილი გახდე, უნდა შეუერთდე მის საგარეო პოლიტიკურ კურსს - ძალიან მარტივი ამბავია

ვისურვებდით, უკეთესი შეფასება ყოფილიყო 12 პრიორიტეტის, მაგრამ ვიაზრებთ, რომ ეს ყველაფერი ობიექტურად არის შეფასებული და საერთაშორისო პარტნიორმა ქართველი ხალხის ურყევი ნება დაინახა, - ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ევროკომისიის შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო დოლიძის თქმით, ევროკომისიამ საქართველოს 9 დათქმა განუსაზღვრა და ამით რეკომენდაციები უფრო ვრცელი და ყოვლისმომცველი გახდა.

„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ გადაწყვეტილებას. იმედია, დეკემბერშიც იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ისტორიული შანსია, როდესაც ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს არის ისტორიული, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და ამისთვის ძალიან ბევრი იშრომა და იბრძოლა საქართველომ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი და პოზიტიურია.

თუმცა ჩვენ ვიხილეთ დათქმები. სხვაგვარად არც ველოდით, რადგან ცხადია ჩვენ ობიექტურად ვაფასებდით. როგორც ჩვენ ვთვლიდით ევროკომისიამაც ისე შეაფასა. ჩვენ გვახსოვს ოლივერ ვარჰეის შეფასება, რომ 3 რეკომენდაციაა შესრულებული და ფაქტობრივად იგივე იყო გამეორებული. ახლა განისაზღვრა 9 დათქმა და, ჩემი აზრით, ახლა უფრო გაფართოვდა ეს დათქმები და უფრო ვრცელი და ყოვლისმომცველი გახდა“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ნინო დოლიძის განმარტებით, თუ საქართველოს უნდა, რომ ევროპული სივრცის ნაწილი იყოს, მაშინ, საგარეო პოლიტიკურ კურსს უნდა შეუერთდეს.

„როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ხარ, საგარეო კურსს ყველა ქვეყანა ერთად წყვეტს. დგამს ერთიან ნაბიჯებს საგარეო-პოლიტიკურ კურსში იმისათვის, რომ დაიცვას ქვეყნები, დაიცვას უსაფრთხოება, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და ა.შ. თუკი შენ გინდა გახდე ამ სივრცის ნაწილი, რა თქმა უნდა, უნდა შეუერთდე მის საგარეო-პოლიტიკურ კურსს და არა მხოლოდ შიდა კანონმდებლობას. ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას ევროკავშირის მხრიდან და ელჩების მხრიდან მოჰყვა გამოხმაურება, შეშფოთებულები იყვნენ ამ საკითხთან დაშვრებით. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა, ვიყოთ ამ ცივილიზაციის ნაწილი, მათთან ერთად უნდა ვიყოთ საგარეო პოლიტიკურ კურსშიც, ძალიან მარტივი ამბავია“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო