კობა კობალაძემ საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, რუსული საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, კიდევ ერთხელ გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

“58 წლის თამაზ გინტური, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი გახლდათ. იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების მონაწილე იყო. თამაზ გინტურს, 11 ნოემბერს, მშობლიურ სოფელში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა; მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება