იოავ გალანტი - ისრაელი „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბებთან გამკლავების ახალ მეთოდებზე მუშაობს

ისრაელი „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბებთან გამკლავების ახალ მეთოდებზე მუშაობს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

მისი თქმით, „ჰამასის“ მებრძოლებს, რომლებიც ქალაქ ღაზას შიჰას საავადმყოფოს ქვემოთ გვირაბებში იმალებიან, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციების ხმა ესმით “და შიშისგან კანკალებენ.”

გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები გამოწვევის წინაშე დგანან - მიწისქვეშ გვირაბებში შევიდნენ თუ გაანადგურონ ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ მძევლებს, რომლებიც შეიძლება ადგილზე იმყოფებოდნენ.

მან აღნიშნა, რომ ისრაელი ახალ მეთოდებს ავითარებს და გამოსავლებზე მუშაობს, რომლებიც “მომდევნო დღეებში გაუმჯობესდება”.

თავდაცვის მინისტრმა კვლავ აღნიშნა, რომ ისრაელი ბრძოლას არ შეწყვეტს, სანამ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 239 პირი არ გათავისუფლდება, მათ შორის ათობით ბავშვს.

“ბრძოლას არ შევწყვეტთ, სანამ მათ არ დავაბრუნებთ. როგორი მამა წყვეტს საკუთარი შვილების ძებნას? მათ საკუთარი შვილებივით აღვიქვამ”, - განაცხადა გალანტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება