ჯო ბაიდენი - ღაზაში ჰუმანიტარული პაუზები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის გადაწყვეტილებას, განახორციელოს პაუზები საბრძოლო მოქმედებებში, წინ უძღოდა მას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები.

„კვირების განმავლობაში, მე ვესაუბრები ისრაელის ლიდერებს საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადავიდეს, ხელი შეეწყოს მძევლების გათავისუფლებას და გაიზარდოს საკვების, წყლისა და მედიკამენტების ნაკადი ღაზაში“, - წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ღაზაში ორი ჰუმანიტარული დერეფანი იქნება, რომელიც ხალხს საომარი მოქმედებებისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. ჯო ბაიდენის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების რაოდენობა იზრდება, აშშ მიზნად ისახავს, რომ სატვირთოების რაოდენობა დღეში, მინიმუმ, 150 იყოს. აშშ-ის პრეზიდენტი საბრძოლო მოქმედებებში დაგეგმილ ყოველდღიურ 4-საათიან პაუზებს სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„ეს პაუზები დაეხმარება მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო ზონებში გადასვლას. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. სიტყვას გაძლევთ: გავაგრძელებ სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვას და ყურადღებას გავამახვილებ დახმარების გაზრდაზე ღაზაში ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - წერს ბაიდენი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება