გიორგი ამილახვარმა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მსოფლიო და რეგიონულ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა, მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ამილახვარმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში საქართველოს ეროვნული ნაკრებების წარმატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, მართლაც საამაყოა, რომ ქართველი მოსწავლეები ქვეყანას ყოველ წელს საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ.

„მინისტრმა საქართველოში საერთაშორისო კონკურსების ჩატარების ხელშეწყობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლა. გიორგი ამილახვარის თქმით, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის კუთხით, რათა ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ კიდევ უფრო ფართო ასპარეზი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა ჯამში 11 ოქროს, 14 ვერცხლის, 24 ბრინჯაოს მედალი და 9 საპატიო სიგელი მოიპოვეს, მათ შორის, მსოფლიო ოლიმპიადებზე – 1 ოქროს, 4 ვერცხლის, 9 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი.

განსაკუთრებით, აღსანიშნავია მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარებული ტურნირი, სადაც საქართველო აბსოლუტური ჩემპიონი და ოქროს მედლების მფლობელი გახდა.

2023 წელს, პირველად, საქართველომ უმასპინძლა „ქიმიის საერთაშორისო ტურნირს‘‘, რომელშიც 6 ქვეყნის 8 გუნდი მონაწილეობდა. ასევე, ქვეყანა გახდა „ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის“ მასპინძელი, რომელშიც 25 ქვეყნის 26 გუნდმა მიიღო მონაწილეობა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება