მედია - რუსეთის ფედერაცია ქართული კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივებას გეგმავს

საქართველოდან რუსეთში კონიაკის დისტილატის იმპორტი შესაძლოა გამარტივდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული სასმელის წარმოებისთვის ნედლეულის დეფიციტი,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალური სამსახურში აცხადებენ.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოდან დისტილატის იმპორტის გამარტივების საკითხს მთავრობაში განიხილავენ. ამჟამად ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქტებთან შედარებით უფრო მკაცრ კონტროლს გადის.

ფედერალური საბაჟო სამსახური აფორმებს კონიაკის დისტილატების თითოეულ პარტიას, რომელიც მიეწოდება რუსეთის ფედერაციას, მხოლოდ ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ. გარდა ამისა, მათი რუსეთის ფედერაციაში შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მწარმოებლებისგან, რომლებმაც ინსპექტირება „როსპოტრებნადზორის“ მიერ გაიარეს. მანამდე „სოიუზკონიაკმა“, ნედლეულის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივება მოითხოვა.

„სოიუზკონიაკში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოდან მიწოდებაზე მკაცრმა კონტროლმა განაპირობა ის, რომ ქართულმა ნედლეულმა დაიწყო რუსეთში შესვლა სომხეთიდან და ყაზახეთიდან პროდუქციის საფარქვეშ.

ინიციატივას მხარი დაუჭირა ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა.

„კონიაკის დისტილატის მიწოდება, სატრანზიტო ქვეყნებით (როგორიცაა სომხეთი) შუამავალი ლოგისტიკური და ფინანსური ხარჯების გვერდის ავლით, უშუალოდ მწარმოებლისგან საქართველოდან, ეკონომიკურად უფრო მომგებიანია მიმღებისთვის“, - ნათქვამია ფედერალური სამსახურის წერილში.

ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ საქართველოდან პროდუქციის მიწოდებაზე კონტროლის შესუსტების განზრახვის მიზეზი, შესაძლოა, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ბოლოდროინდელ გართულებაც იყოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება