დავით ნარმანია - სემეკის მიერ ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ფუნდამენტურად მყარი სამართლებრივი ჩარჩოა მომზადებული

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სემეკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სემეკის ცნობით, დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობისა და ევროპის ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, მარეგულირებელ კომისიას 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი აქვს მიღებული, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებულ ვალდებულებას.

„სემეკი დღესაც აქტიურად მუშაობს ნორმატიული აქტების მიმართულებით, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი რეგულაციების დაწესება და ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. სემეკის მიერ მომზადებულია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ფუნდამენტურად მყარი სამართლებრივი ჩარჩო, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა მონაწილეების მზადყოფნის მაჩვენებლები. სემეკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში სემეკის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი, ბაზარზე მანიპულირებისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა, რა მიმართულებითაც შესაბამისი წესები უკვე შემუშავდა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მათივე ცნობით, USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკოლოზ ოყრეშიძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს