მექსიკაში ტრაილერში 123 მიგრანტი, მათ შორის 34 ბავშვი იპოვეს

მექსიკის ხელისუფლებამ სან-ლუის-პოტოსის შტატში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული 123 ადამიანი ტრაილერში იპოვა.

მექსიკის საიმიგრაციო სააგენტოს ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობა გვატემალადან, ნიკარაგუადან და ჰონდურასიდანაა და მათ შორის, 34 ბავშვია.

მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ისინი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ტრაილერის ჩაკეტილი ყუთიდან ტირილის ხმა ისმოდა.

უწყების ინფორმაციით, მიგრანტები საკვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყვეს და ასევე უზრუნველყოფილები იქნებიან საცხოვრებლით, სანამ მათთან დაკავშირებული მდგომარეობა არ მოგვარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება