ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული კომპანია SITA-ტოპ მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრიტანული კომპანია SITA – Advanced Travel Solutions-ის ტოპ მენეჯმენტს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს აეროპორტებისთვის SITA - Advanced Travel Solutions-ის სხვადასხვა მომსახურებისა და ციფრული დანადგარების მიწოდებას. მათ შორის, განიხილეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მგზავრების დაშვების ავტომატური კონტროლის მექანიზმის დანერგვა.

„ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი SITA – Advanced Travel Solutions-ის ერთ-ერთი სერვისით უკვე სარგებლობს, რაც პარტნიორ აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის სპეციალური საფრენოსნო შეტყობინების მიმოცვლის სისტემით სარგებლობას გულისხმობს.

ლონდონში დაფუძნებული ბრიტანული კომპანია SITA სატრანსპორტო ინდუსტრიის საერთაშორისო IT პროვაიდერია. კომპანია გლობალური ლიდერია ‘’Passanger management system’’-ის მიმართულებით, რომელიც აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების გაუმჯობესების მიზნით აეროპორტის ოპერატორ კომპანიებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. SITA- ტოპ მენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ, შეხვედრებს შესაბამის უწყებებთან გამართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება