ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ არ ვცდილობთ ღაზას დაპყრობას, ოკუპაციას და მართვას - ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასთან“ და ტერორთან დანებებას ნიშნავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანას, „ჰამასთან“ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორის დაპყრობა, ოკუპაცია ან მართვა არ სურს.

ნეთანიაჰუმ Fox News-ს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭირო იქნება ანკლავში „სანდო ძალის“ შესვლა, რათა ბოევიკების მხრიდან საფრთხის თავიდან აცილება მოხდეს.

„ჩვენ არ ვცდილობთ ღაზას დაპყრობას, ოკუპაციას და მართვას”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა, რომლის დროსაც „ჰამასმა“ დაახლოებით 1400 ადამიანი მოკლა, აღარ განმეორდეს. „ასე რომ, ჩვენ უნდა გვყავდეს სანდო ძალა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შევა ღაზაში და მკვლელებს დახოცავს. რადგან ეს არის ის, რაც ხელს შეუშლის „ჰამასის“ მსგავსი ერთეულის ხელახლა აღმოცენებას”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება.

„ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს „ჰამასთან“ დანებებას, ტერორთან დანებებას და ირანის ტერორის ღერძის გამარჯვებას, ასე რომ, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების გარეშე არ იქნება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება