თავდაცვის სამინისტრო - „დიდგორი 2023’’-ის საველე კომპონენტების სიმულაციური სცენარი ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას ითვალისწინებს

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს სწავლების სცენარი კრიზისულ სიტუაციაში სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწის გარდა, სხვადასხვა უწყებასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს შორის ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებასაც ითვალისწინებს.

„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე კომპონენტს პირველად დაემატა ორფოლოს პოლიგონზე გათამაშებული სწავლება - მოწინააღმდეგის ბლოკირება, სადაც მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად მოწინააღმდეგის ბლოკირება საბრძოლო სროლებით განახორციელა.

სწავლებაში 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული და სატანკო ასეული, 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმმტყორცნი, ასევე ბრიგადის ცალკეული დაზვერვის ასეულის ერთი ათეული, საინჟინრო ასეულის ერთი ათეული, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის ერთი გათვლა და ეროვნული გვარდიის რეზერვი მონაწილეობდნენ.

უწყებათშორისი სწავლება წელს მეცხრედ ტარდება. სწავლების მიზანს კრიზისული სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა წარმოადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება