ნათია თურნავა - მივესალმები NASIRA-ს საგარანტიო პროგრამის დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალი ბიზნესების ფინანსებზე წვდომას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ტერაბანკსა“ და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, „ტერაბანკი“ საქართველოში პირველი ბანკი იქნება, რომელიც ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს განხორციელებას დაიწყებს.

„პროგრამა ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროგრამა ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

NASIRA სასესხო პორტფელის გარანტიას წარმოადგენს. იგი ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ საკრედიტო საქმიანობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომლებიც, უზრუნველყოფის არარსებობისა და მაღალი საკრედიტო რისკების გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს ხშირად აწყდებიან. პროგრამის დახმარებით, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ, გაიზიარონ შესაძლო დანაკარგები, შეამცირონ რისკები, უფრო ინტენსიურად დააკრედიტონ ეს ჯგუფები და გაზარდონ შესაძლებლობები ახალი სეგმენტების ასათვისებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფინანსებზე წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

„მივესალმები NASIRA-ს საგარანტიო პროგრამის დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში და ინკლუზიურობის ზრდას. მჯერა, რომ აღნიშნული პროგრამა გააუმჯობესებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსებზე წვდომას, განსაკუთრებით ქალი და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის. მათი ხელშეწყობითა და გაძლიერებით, ჩვენ ვქმნით ძლიერ საფუძველს მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება