საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი განიხილეს

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა იყო.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ზოგადად კანონით გათვალისწინებულ სიახლეებზე.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლის გათვალისწინებაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონით დაკისრებული ვალდებულებების დანერგვის პროცესში დაეხმარებათ. კერძოდ, საუბარი შეეხო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის წესსა და მის ფუნქციებს, საჯარიმო სანქციებს და აღსრულების მექანიზმებს, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებს, ასევე, პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების საკითხებს.

„პერსონალური მონაცემების დაცვა და მათი სწორი დამუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, შესაბამისად, კანონში ნებისმიერი სახის ცვლილებაზე სექტორის დროული ინფორმირება და კონსულტირება შესაძლოა გადამწყვეტი იყოს კანონის აღსრულების პროცესში, რომელიც ძალაში შედის 2024 წლის მარტიდან. მადლობას ვუხდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს თანამშრომლობისთვის, დეტალური პრეზენტაციისა და დისკუსიისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაფართოებულ ფორმატში კერძო სექტორთან შეხვედრას მიმდინარე წლის 14 ნოემბერსაც გამართავს, რომელზე დასწრებაც წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შესაძლებელი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს