გიგი წერეთელი - „ევროპული საქართველო“ ხვალ ამომრჩეველს საკუთარ ხედვებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს - შეგვიძლია,11 ნოემბერი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღადაც ჩაითვალოს

„ევროპული საქართველო“ 11 ნოემბერს, ამომრჩეველს საკუთარ ხედვებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, შესაძლოა, 11 ნოემბერი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღადაც ჩაითვალოს.

„ფაქტია, ქართულ პოლიტიკას, განსაკუთრებით ოპოზიციურს, რაღაც ტიპის გადატვირთვა და ნოვაციები სჭირდება იმისთვის, რომ ინტერესი იყოს და საზოგადოებაში მეტი დინამიკა იყოს. მარტო ხელისუფლების კრიტიკით სასურველ შედეგს, ალბათ, ვერ მიაღწევს. შედეგი უნდა იყოს ის, რომ 2024 წლისთვის ჩვენს საზოგადოებას გაუჩნდეს იმის სურვილი, რომ ცვლილებები მოხდეს და ეს მმართველობის სისტემა, რომელიც დღეს არის, შეიცვალოს, ადეკვატური პოლიტიკა იყოს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მოძებნონ საკუთარ თავში ის საინტერესო ელემენტები, რითაც ამომრჩეველს დაანახებენ მომავლის პერსპექტივას და უკეთ ეტყვიან საკუთარ სათქმელს. ახლა ეს დრო მოდის. პრაქტიკულად, ერთ წელიწადში არჩევნები იქნება, დაიწყება კამპანია, პროგრამაზე საუბარი. ჩვენი პოლიტიკისთვის რეაქტიულობაა დამახასიათებელი. რეალურად კი ხალხისთვის მთავარი საწუხარი ის კი არ არის, პარლამენტში ვინ რომელ ადგილას იჯდება, მთავარია ის, რომ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ სირთულეებს, რაც აქვთ. „ევროპული საქართველო“ ის პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც არასდროს უშინდება, თუნდაც არაპოპულარულის თქმას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სიმართლეა. სჯობს, მართალი ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას, ვიდრე მოვატყუოთ. სასამართლო რეფორმაზე, ეკონომიკაზე და ყველაფერზე მომზადებულია ე.წ. ახალი რესპუბლიკის კონცეფტის ფარგლებში, მთელი რიგი მიმართულებების ახალი კონცეფციები, რაც გვინდა რომ საზოგადოებას გავაცნოთ. ეს იქნება ხვალ, 11 ნოემბერს. ჩავთვალოთ, რომ კამპანიის გახსნაა. ეს ღონისძიება, რომელიც ხვალ გაიმართება, პრაქტიკულად, შეიძლება ჩვენ მომავალი ხედვებისა და საარჩევნო კამპანიის დასაწყისადაც განვიხილოთ. ჩვენ საპარლამენტო გუნდის ან მომავალი საპარლამენტო სიის ფორმირებას მოვახდენთ „პრაიმერისის“ წესით. თავისთავად, ეს „პრაიმერისი“ არ არის სიახლე, მაგრამ ჩვენი მოდელი უფრო ნოვატორულია. ჩვენ, ჩვენს ამომრჩევლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად შექმნან სიები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს