„შატო დე ვერეს“ სპეციალური  შეთავაზება კომპანიებს კორპორატიული და ტურისტული მიმართულებით

რთული და დატვირთული სამუშაო პროცესის შემდეგ ერთ დაუვიწყარ დღეს ყველა თანამშრომელი იმსახურებს, კორპორატიული წვეულებისთვის საუკეთესო გარემოს შერჩევა კი მარტივი პროცესი ნამდვილად არაა.

„შატო დე ვერე“ კომპანიებს დახვეწილ გარემოს, უგემრიელეს კერძებს და უმაღლესი სტანდარტების მომსახურებას სპეციალური პირობებით სთავაზობს. გარდა ამისა „შატო დე ვერეს“ გუნდი იზრუნებს თქვენი წვეულების თითოეულ დეტალზე:

  • შოუ-პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ფოტო-ვიდეო მომსახურება;
  • დიზაინერის მომსახურება;
  • სპეციალური პროგრამის შედგენა.

დაგეგმეთ თქვენი წვეულება „შატო დე ვერეში“ და თქვენი თითოეული თანამშრომელი თავს განსაკუთრებულად იგრძობს.

გარდა კორპორატიული მიმართულებისა, „შატო დე ვერეს“ ტურისტული კომპანიებისთვისაც საინტერესო შეთავაზება აქვს, თუ მასპინძლობთ უცხოელ სტუმრებს და არ იცით სად წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას ღირსეულად, „შატო დე ვერე“ საუკეთესო ვარიანტია, ჩვენ გთავაზობთ:

  • ღვინის დეგუსტაციას;
  • ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასს;
  • თონეში პურის ცხობის მასტერკლასს;
  • ქართულ ტრადიციულ სუფრას;
  • ქართულ ნაციონალურ შოუ-პროგრამას (სიმღერა და ცეკვა)

შეგახსენებთ, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი „შატო დე ვერე“ აერთიანებს რამდენიმე სივრცეს: ქართულ რესტორანს, ირლანდიურ პაბს, სტეიკ ჰაუსს, ევროპულ დარბაზს, ამფითეატრს, ღვინის მაღაზია, სულ ცოტა ხანში სივრცეს სასტუმროც დაემატება.

რესტორანში სივრცეების მიხედვით, რამდენიმე მენიუა წარმოდგენილი, როგორც ქართული სამზარეულო, რომელიც შთაგონებულია ფრანგული ფაინ დაინინგით, ასევე ევროპული კერძები. მენიუ ექსკლუზიურად „შატო დე ვერესთვის“ ბრენდ შეფის მანუელ ფაუნდეს მიერაა შექმნილი.

ღვინის მიმართულებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს „შატო დე ვერეში“, ღვინის მაღაზიაში წარმოდგენილია არომატული ქართული ღვინოების ფართო ასორტიმენტი. რესტორნის პროფესიონალი და გამოცდილი სომელიე თითოეულ სტუმარს ურჩევს მისთვის სასურველ არომატს, როგორც ადგილზე დასაგემოვნებლად, ასევე შესაძენად. მაღაზიაში, კომპანიის საფირმო ღვინო “ართანასთან“ ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ ბიო, ოჯახური მარნების და ინდუსტრიული წარმოების ღვინოები.

ამჯერად, „შატო დე ვერე“ ხანგრძლივ თანამშრომლობას სთავაზობს კომპანიებს, რომლებიც დაინტერესების შემთხვევაში განსაკუთრებული ტარიფით და პირობებით ისარგებლებენ. გასათვალისწინებელია, რომ შეთავაზება ნოემბრის თვიდან ამოქმედდა და მთელი წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. „შატო დე ვერეს“ გუნდი მზად არის, დაუვიწყარი, სრულყოფილი ღონისძიება დაგეგმოს თქვენი ჩართულობით და შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებულ მენიუ, სივრცე და შოუ პროგრამა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება