შს მინისტრის მოადგილე 5 ივლისის საქმეზე - სადაც შევკრიბეთ საკმარისი მტკიცებულებები, ის ადამიანები წარდგნენ სასამართლოს წინაშე - თუ მტკიცებულება არ იქნება, სამინისტრო ვერაფერს იზამს

სადაც შევკრიბეთ საკმარისი მტკიცებულებები, ის ადამიანები წარდგნენ სასამართლოს წინაშე - თუ მტკიცებულება არ იქნება, სამინისტრო ვერაფერს იზამს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რაზეც საუბარია ევროკომისიის ანგარიშში.

დარახველიძე აცხადებს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სახელმწიფოს სისტემური მიდგომა ექნება და ეტაპობრივად იმუშავებს.

„2021 წელს მომხდარი უმძიმესი ფაქტი, რაც იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა და ის ქმედებები, რაც ჩაიდინეს მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი. ჩვენ 31 ადამიანი დავაკავეთ სისხლის სამართლებრივი წესით, 100-ზე მეტი პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა, 60-ზე მეტი ადამიანია დაზარალებულად ცნობილი. 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 2000-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. სადაც შევკრიბეთ საკმარისი მტკიცებულებები, ის ადამიანები წარდგნენ სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება რეკომენდაციებს, იცით, რომ ბევრი რეკომენდაციაა, სულ ახლახან გამოქვეყნდა და გაკეთდა განცხადება, რომ სახელმწიფოს ექნება სისტემური მიდგომა, დავიწყებთ მუშაობას ეტაპობრივად და შესაბამისად, იქნება მსჯელობა შესაბამის ღონისძიებებზე,“ - განაცხადა დარახველიძემ.

კითხვაზე, ჰყავდა თუ არა 5 ივლისის ძალადობას ორგანიზატორები, დარახველიძე აცხადებს, რომ „თუ მტკიცებულებები არ იქნება, სამინისტრო ვერაფერს იზამს“.

„რაზეც შეიქმნა მტკიცებულებები, ჩვენ მივაწოდეთ სასამართლოს. ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ადამიანის მიმართ ბრალდების დამტკიცება რომ მოხდეს, საქმეში ორი პირდაპირი მტკიცებულება მაინც უნდა არსებობდეს. თუ არ იქნება მტკიცებულება, ბუნებრივია, სამინისტრო ვერაფერს იზამს,“ - განაცხადა დარახველიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება