კოკა კაციტაძე - ჩვენი სამი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვაა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა სამსახურის სამი მთავარ პრიორიტეტზე საუბრით დაიწყო.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

კაციტაძის თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის 3 მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოძიების მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვა წარმოადგენს, რომლის სრულყოფილი შესრულებისკენაც სამსახურს კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს.

„მსოფლიოს ყველა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოს მთავარი გამოწვევა საზოგადოებაში ნდობის მოპოვებაა. საგამოძიებო ორგანოები მისი სამართლებრივი სტატუსიდან, საიდუმლო და არასაიდუმლო რეჟიმით მუშაობის წესებიდან და საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან ხშირად დახურულ უწყებად აღიქმებიან. რა თქმა უნდა, ახლადშექმნილი საგამოძიებო ორგანო - სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ზემოხსენებული სირთულეების და გამოწვევების წინაშე დგას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს 3 მთავარ პრიორიტეტად მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვა ავირჩიეთ“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება