კოკა კაციტაძე - საგამოძიებო სამსახური სრულიად ორიენტირებული გახდა მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ადაპტირდა გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტებზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოკა კაციტაძემ, თავის გამოსვლაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გაუსვა ხაზი, რომელიც არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

მისი თქმით, ყველა იმ მოქალაქეს და პოტენციურ დაზარალებულს, რომელიც შეიძლება არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყოს, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცა. ეს გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელია, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პირველია საგამოძიებო ორგანოებისთვის, სავარაუდო მსხვერპლს უფლება აქვს, პირადად გაეცნოს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, ვიდეო, აუდიო და საქმის სხვა მასალებს. ასევე, გამოთქვას მოსაზრებები და მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. აღნიშნული უფლების გამოყენებით, მოქალაქე უშუალოდ, აკვირდება გამოძიების მიმდინარეობას და ამ პროცესში თავად მონაწილეობს.

კოკა კაციტაძის განცხადებით, ამ წესის ამოქმედებიდან დღემდე, 387 მოქალაქეს შეეთავაზა მისი საქმის მასალების გაცნობა, მათგან 161-მა ამ შესაძლებლობით უკვე ისარგებლა.

მისი თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიები შექმნა - მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით, დაცვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა.

„აღნიშნული პროგრამა მსხვერპლისათვის პირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ან მის მიმართ უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენებას ითვალისწინებს. ყველა სისხლის სამართლის საქმეში, სადაც პოტენციურ მსხვერპლს მოსალოდნელი საფრთხის განცდა აქვს, რომ ის ან მისი ოჯახის წევრი შეიძლება ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მათ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. დღემდე, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა 181 მსხვერპლს შეეთავაზა“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სერვისების ეფექტიანად მუშაობისთვის მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო ამოქმედდა. სამმართველოს გადამზადებული თანამშრომლები დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

სამსახურის ამ ინიციატივების შედეგად საგამოძიებო ორგანო სრულიად გახდა ორიენტირებული მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ადაპტირდა გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტებზე.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით