ირანის საგარეო მინისტრი - ღაზაში მიმდინარე ომის ფარგლების გაფართოება გარდაუვალი გახდა

ირანი აცხადებს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიყენებული ზიანის მასშტაბები აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტის გაფართოებას, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის ინტენსივობის გაზრდის გამო, ომის ფარგლების გაფართოება გარდაუვალი გახდა“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ-აბდოლაჰიანმა კატარელ კოლეგასთან, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან საუბარში.

ირანი მხარს უჭერს „ჰამასს“, მაგრამ აცხადებს, რომ მას ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. ირანი ასევე მხარს უჭერს „ჰეზბოლას“, ლიბანურ დაჯგუფებას, რომელსაც „ჰამასთან“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ მნიშვნელოვანი კავშირები აქვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება