სპეციალური საგამოძიებო სამსახური - მიზანშეწონილია შსს-მ გააუმჯობესოს დაკავებისას მოქალაქეთა უფლებების დაცვის სტანდარტები და გაზარდოს ვიდეო მტკიცებულებების გადმოცემის რაოდენობა

მიზანშეწონილია შსს-მ გააუმჯობესოს დაკავებისას მოქალაქეთა უფლებების დაცვის სტანდარტები და გაზარდოს ვიდეო მტკიცებულებების გადმოცემის რაოდენობა, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა კოკა კაციტაძემ დღეს, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

ანგარიშში სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებზე და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზეა და აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გასცა, დაკავების სტანდარტების გაუმჯობესებას და ნეიტრალური მტკიცებულებების გაზრდას ეხება.

„არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში სულ 261 სავარაუდო მსხვერპლი ფიგურირებს, რომელთა 52% დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ და მიუთითებდნენ ფიზიკური ძალის არაპროპორციულად და გადამეტებით გამოყენების შემთხვევებზე.

მიზანშეწონილია, შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის/სასწავლო მოდულისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი სტანდარტით დაკავების ღონისძიების განსახორციელებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტაპობრივად და კასკადურად დაიწყოს იმ თანამშრომელთა გადამზადება, ვისაც უშუალოდ უწევთ პირის დაკავება ან/და გადაყვანა.

მოქალაქესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის ობიექტურად შესაფასებლად, აუცილებელია, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომლის საუკეთესო საშუალებასაც სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერები წარმოადგენს.

მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან სამხრე კამერების ეფექტური გამოყენებით, გაიზარდოს ნეიტრალური მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) მოპოვების შემთხვევები“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეტყობინებების შემოსვლის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც საანგარიშო პერიოდში რაიმე სახის შეფერხება არ დაფიქსირებულა.

კოკა კაციტაძის თქმით, 2022 წელს, 10 თვის განმავლობაში, სამსახურში შემოსული სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინებების ყველაზე დიდი ნაწილი (70%) სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის მიღებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება