მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თსსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია ტარდება

10 ნოემბერს მსოფლიოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში მეცნიერების როლის გაძლიერებას, მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას.

ამ დღესთან დაკავშირებით, 2023 წლის 10 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია ,,რადიაციული უსაფრთხოების გამოწვევები რადიოლოგიურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში”, რომლის ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და შპს „იონირება“ არიან, ხოლო მხარდამჭერები: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო; საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია; საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია; თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაცია; საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია.

ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გრიგოლ ნემსაძე; ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ მიზანდარი; რადიოლოგიის ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ბარამია, ნეიროქირურგთა ასოციაციის წარმომადგენელი მირზა ხინიკაძე.

კონფერენცია უკვე მეოთხე წელია ტარდება და ის ტრადიციულად ეძღვნება სამედიცინო სექტორში არსებულ რადიაციული უსაფრთხოების გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ მედიცინის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით XXI საუკუნეში, ყოველწლიურად მზარდია რენტგენის სხივთან და ბირთვულ მედიცინასთან დაკავშირებული სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცედურების სიხშირე, რაც, შესაბამისად, ზრდის საჭიროებას, პერსონალმა იცოდეს პროცედურების მართებულად გამოყენების მნიშვნელობა, რათა დაცულ იქნეს ბირთვულ და რადიაციულ სფეროში უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.

კონფერენცია განკუთვნილია რადიოლოგიის, კლინიკური ონკოლოგიის, ნეიროქირურგიის და ზოგადი ქირურგიის მიმართულებით მოღვაწე და აღნიშნული დარგებით დაინტერესებული პირებისათვის. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება