სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში - პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სუიციდის პრევენციის პროგრამის ნაკლოვანებების აღმოფხვრა

პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სუიციდის პრევენციის პროგრამის ნაკლოვანებების აღმოფხვრა, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენა და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება წარმოადგენს. ამდენად, მათივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს სუიციდის რისკის მატარებელი პირების იდენტიფიცირება და მათი პროგრამაში ჩართვა.

„მიზანშეწონილია, პროგრამით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად - სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, დაიხვეწოს სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასებისას ქულების მინიჭების სქემა, რათა არ მოხდეს ისეთი პატიმრებისთვის დაბალი რისკის განსაზღვრა (რაც ნიშნავს პატიმრის დარჩენას სუიციდის პრევენციის პროგრამის მიღმა), რომლებიც ობიექტურად არიან საშუალო ან/და მაღალი რისკის მატარებელნი”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული პენიტენციური სამსახურის მიერ გამოჩენილი თანამშრომლობის მზაობა.

როგორც მასშია აღნიშნული, ციხეში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე, პენიტენციურმა დაწესებულებამ საგამოძიებო ორგანოს ყველა შემთხვევაში ოპერატიულად მიაწოდა ვიდეო სამეთვალყურეო ჩანაწერები, რასაც საფუძვლად დაედო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მოხდა შემთხვევის ობიექტურად შეფასება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება