გორის საკრებულოს თავმჯდომარე - მე არ მაქვს ბოდიში მოსახდელი - მე ვიძახი, რომ გამყოფ ხაზს იქით დგას მხეცი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ

ბოდიში მე არ მაქვს მოსახდელი. მე ვიძახი, რომ იმ გამყოფ ხაზს იქით დგას მხეცი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ, - ამის შესახებ გორის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ განაცხადა, რითაც მისივე განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

რაზმაძის დღევანდელ განცხადებასაც გორის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარეს ბოდიშის მოხდისკენ და საზოგადოებისთვის მისი განცხადების ახსნისკენ მოუწოდეს, რაზეც რაზმაძემ უპასუხა, რომ მას ბოდიში არ ჰქონდა მოსახდელი.

გარდა საკრებულოს სხდომისა, დავით რაზმაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში საზღვარზე შეგნებულად გადადიან და აქცენტიც სწორედ ამაზე იყო მიმართული.

„ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა შეგნებულად გადადიან, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში. ზუსტად ამაზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული. ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში, ეს რეალობაა, რომ ბევრჯერ აკეთებს იმას, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არ გააკეთებს. რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში? იმიტომ, რომ ადამიანმა კანონი უნდა დაიცვას და და არ უნდა წავიდეს? მათ რა ჰქონიათ? - საკუთარი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვეკუთვნით, ამიტომ თავს უნდა გავუფრთხილდეთ“, - განუცხადა დავით რაზმაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება განცხადებას, რომლისთვისაც მას ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, დავით რაზმაძემ სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობისა და ერთის დაკავების საკითხზე ასეთი განცხადება გააკეთა: „რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს