ენტონი ბლინკენი - უფრო მეტი შეიძლება და უნდა გაკეთდეს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად - არავითარი პალესტინელების იძულებითი გადასახლება ღაზადან!

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად იმაზე ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს, ვიდრე ჰუმანიტარული პაუზები და დერეფნების შექმნაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბლინკენი მიესალმება ისრაელის განცხადებას ოთხსაათიანი ჰუმანიტარული პაუზებისა და ორი დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, ხაზგასმით აცხადებს, რომ „უფრო მეტი შეიძლება და უნდა გაკეთდეს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად“.

„ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა. ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირების განმავლობაში. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზიანი მათთვის და მაქსიმალურად გავზარდოთ დახმარება, რომელსაც ისინი იღებენ მათ იღებენ. ამ მიზნით, ჩვენ განვაგრძობთ ისრაელთან კონკრეტული ნაბიჯების განხილვას“, - აღნიშნა ბლინკენმა, თუმცა აღნიშნული ნაბიჯების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ის ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

„არავითარი პალესტინელების იძულებითი გადასახლება ღაზადან! არავითარი ღაზას გამოიყენება ისრაელის წინააღმდეგ ტერორიზმის ან სხვა თავდასხმების პლატფორმად“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ფოკუსირებას მძევლების სახლში დაბრუნებაზე და ასევე, კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილებაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება