„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მეშვიდე DataFest დაიწყო

„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიური რეჟიმით აგრძელებს. წლებია „საქართველოს ბანკი“ DataFest-ის მხარდამჭერია და სწორედ ამიტომ, ბანკთან პარტნიორობით, წელს მეშვიდედ, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი - DataFest Tbilisi 2023 იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება 9 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბერს დასრულდება.

„DataFest Tbilisi 2023- ზე სპიკერები ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენებასა და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.

ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები, რომლებიც 10 და 11 ნოემბერს სხვადასხვა საინტერესო ვორქშოფს ჩაატარებენ: გუგა ბურდული - უფროსი მონაცემთა მეცნიერი 10 ნოემბერს „ვორქშოფს“ თემაზე „როგორ ეხმარება GenAI ტექნოლოგიები მონაცემთა მეცნიერებს“ ჩაატარებს; გიორგი გაჩეჩილაძე - უფროსი მონაცემთა მეცნიერი კი, „ვორქშოფს“ თემაზე „სარეკომენდაციო სისტემა მილიონი მომხმარებლისთვის“ ჩაატარებს; მონაცემთა ანალიტიკის გუნდის უფროსი, გიორგი ბოგვერაძე და უმცროსი მონაცემთა მეცნიერი ნიკა ჭონიშვილი მანქანური სწავლების შესახებ „ვორქშოფს“ ერთობლივად ჩაატარებენ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, პანელური დისკუსიები გაიმართება, სადაც „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი, ირაკლი გოგატიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ის ისაუბრებს თემაზე: ბიზნესის მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟული მონაცემთა ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის მორიგ შეხვედრაში. „საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიური რეჟიმით მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, რომელიც ბიზნესპროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში, გვსურს დამსწრე საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. მანქანური სწავლების, GenAI ტექნოლოგიებსა და საბანკო პროდუქტებში სარეკომენდაციო სისტემის დანერგვის შესახებ რამდენიმე „ვორქშოფს“ ჩავატარებთ. გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში, მონაცემების და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებაზე ვისაუბრებთ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საბანკო პროცესებში ინტეგრაციასა და იმპლემენტაციას, რათა ჩვენს მომხმარებლებს უფრო მეტად კომფორტული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება