ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოები განთავსდა

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში, 31 დეკემბრამდე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოები განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კანადაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში, კანადელი ფოტოგრაფების, მამა-შვილის, რენდი და სპენსერ ვანდერსტარენების მიერ გადაღებული ფოტო-სლაიდებია წარმოდგენილი.

„კანადელმა ფოტოგრაფებმა საქართველოში გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურეს და სხვადასხვა ტურისტული ადგილები გადაიღეს. გამორჩეულ ფოტო ნამუშევრებს, უშგულის, გუდაურის, თბილისისა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების ამსახველ ფოტოებს, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები 2 თვის განმავლობაში გაეცნობიან.

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, 2022 წელს აეროპორტმა 36 მილიონი მგზავრი მიიღო.

საქართველოში გადაღებული სურათების სრულად დათვალიერება შესაძლებელია ფოტოგრაფების ვებ-გვერდზე: https://www.takeyourseatonline.com/georgia“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება