მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თსსუ-ში საჯარო ლექცია  "სამედიცინო ცოდნა საქართველოში: თავისებურებები და განვითარების ძირითადი ეტაპები" გაიმართა

2023 წლის 10 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფესორ რამაზ შენგელიას საჯარო ლექცია "სამედიცინო ცოდნა საქართველოში: თავისებურებები და განვითარების ძირითადი ეტაპები" ჩატარდა.

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა მედიცინის ისტორიის შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროფესორმა რამაზ შენგელიამ ისაუბრა სამედიცინო მეცნიერებების ისტორიასა და მათი განვითარების ეტაპებზე.

„დღეს მეცნიერების საერთაშორისო დღეა და რასაკვირველია, დიდი იმედებით და სურვილებით ვუერთდებით ამ დღეს. სამედიცინო მეცნიერება ძალიან გლობალური საკითხია. ეს არის თავი, რომელიც აზროვნებს, გეგმავს და მიჰყავს წინ თავისი ქვეყანა, ერი და მსოფლიო“, - განაცხადა რამაზ შენგელიამ.

ლექციაზე მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული სამედიცინო ტრადიციების წარმომავლობაზე. ისაუბრა მედეას ეპოქაში და ზოგადად, კოლხურ-იბერიულ მედიცინაში არსებული მასალების და საქართველოში სამედიცინო და ბიოლოგიური აზროვნების განვითარების ისტორიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს UNESCO-ს ეგიდით მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება