ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის, სამეცნიერო კაფე შეიქმნა

ინტერაქციული საჯარო პლატფორმა დოქტორანტებისთვის, გააერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მისი საშუალებით, არაფორმალურ გარემოში, პერიოდულად გაიმართება დოქტორანტთა სამეცნიერო დისკუსია, კვლევების მიმოხილვა, ახალი კოლაბორაციული პროექტების ინიცირება და სხვა.

BTU-ს სამეცნიერო კაფე დოქტორანტებისთვის უკვე იძებნება საერთაშორისო პლატფორმაზე sciencecafes.org, სადაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებია გაზიარებული.

კაფეს მიზანია:

  • ხელი შეუწყოს სამეცნიერო კომუნიკაციას დოქტორანტებსა და თანასაზოგადოებას შორის;
  • ხელი შეუწყოს ინტერდისციპლინურ საუბრებს - დისკუსიებს, რომლებიც სცილდება აკადემიურ საზღვრებს და წაახალისებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროს დოქტორანტებსა და ინდუსტრიებს შორის;
  • ცოდნის გაცვლა - შექმნას პლატფორმა, სადაც დოქტორანტებს შეეძლებათ გაუზიარონ თავიანთი კვლევა, ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს, სტუდენტებს და საზოგადოებას;
  • ინტერდისციპლინური დიალოგის წახალისება - თანამშრომლობის ხელშეწყობა იმ თემების განხილვით, რომლებიც აქტუალურია და თანხვედრაშია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევით პრიორიტეტებთან;
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - დოქტორანტებს შესთავაზოს შესაძლებლობა გაიუმჯობესონ პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარები.

სამეცნიერო კაფე დოქტორანტებისთვის, პირველ ღონისძიებას მეცნიერების საერთაშორისო დღეს, 10 ნოემბერს გამართავს.

ღონისძიების დღის წესრიგი:

  • მისასალმებელი სიტყვა;
  • დოქტორანტების საკვლევი თემის მოკლე წარდგენა (3-5წთ);
  • კითხვა-პასუხი (15წთ);
  • ყავის შესვენება;
  • თემატური დისკუსია - 3 პარალელური ჯგუფისთვის დათმობილი 5 წუთი, ერთობლივი კვლევითი ან/და ინსტიტუციური განვითარების პროექტის ჯგუფურად ინიცირებისთვის;
  • ინიცირებული პროექტების წარდგენა BTU-ს ადმინისტრაციული გუნდის წინაშე;
  • დახურვა და ნეთვორქინგი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება