ბექა დავითულიანი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე - ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ და გავცემთ პასუხს

ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ და გავცემთ პასუხს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცვლილებებში, რომელიც მიიღეს, საგანგაშო არაფერი იყო.

„ეუთო/ოდირის დასკვნას გავეცანით, ვიმსჯელებთ და გავცემთ პასუხს. ეს კანონი მიღებულ იქნა ევროპული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით. ჩვენი აზრით ამ კანონში საგანგაშო არაფერი იყო, თუმცა, ამ დასკვნის შემდეგ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ და გავცემთ პასუხს,"- განაცხადა დავითულიანმა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება