სოფო ჯაფარიძემ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად თამაზ გინტურის სახლიდან სიმბოლურად ევროკავშირის და საქართველოს დროშა გადმოფინეს

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად თამაზ გინტურის სახლიდან სიმბოლურად ევროკავშირის და საქართველოს დროშა გადმოფინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, თამაზ გინტური ძლიერი და თავისუფალი საქართველოს იდეას შეეწირა.

„დღეს, ოკუპანტი რუსეთი ებრძვის ხუთ ჯვრიან დროშას, ისინი ებრძვიან თავისუფალი და ძლიერი საქართველოს იდეას და სწორედ ძლიერი და თავისუფალი საქართველოს იდეას შეეწირა თამაზ გინტური და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სულ გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა. თამაზ გინტურმა არა მხოლოდ ლომისის კარი გააღო, მან გააღო ევროკავშირის კარი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოს კარი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება