ჰანს კლუგე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმებზე - ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც უშუალო, ხელშესახებ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე

ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც უშუალო, ხელშესახებ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, გატარებულ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, მედიკამენტების ფასების რეგულირებისა და ონკოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ.

ჰანს კლუგემ, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა.

„ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც უშუალო, ხელშესახებ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე და წარმოშობს ჩვენთვის ოპტიმიზმს, მხარი დავუჭიროთ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ამ სფეროებში რეფორმების გატარებისას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჰანს კლუგემ, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს, მის მოადგილეებს თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურს მადლობა გადაუხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება