პარტია „ლელო" ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს სთხოვს, არჩევნებისთვის დამკვირვებლები ადრეულად გამოაგზავნოს, რათა წინასაარჩევნო პერიოდს დააკვირდნენ

„ლელოს“ ლიდერებსა და გავლენიან ამერიკელ სენატორებს შორის ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპოზიციონერმა ლიდერებმა სენატორებთან პოზიციები გაცვალეს და მთავარი საკითხი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა, მოახლოებული არჩევნები იყო. პარტია "ლელო" ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს სთხოვს, არჩევნებისთვის დამკვირვებლები ადრეულად გამოაგზავნოს, რათა წინასაარჩევნო პერიოდს დააკვირდნენ.

„ვისაუბრებთ მომავალ არჩევნებზე, ვისაუბრებთ, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაიწყოს ცვლილებები და რა თქმა უნდა, დავაყენეთ საკითხი, ძალიან ადრეული დამკვირვებლების გამოგზავნაზე და უფრო მეტი ამერიკის ხმის გაგონებაზე, ამერიკის ინვესტიციების არსებობაზე საქართველოში, რაც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ამას წინ უნდა უძღოდეს ბაზრის გახსნა, კოალიციური მთავრობის შექმნა და იმ გეგმების განხორციელება, რომელიც ასევე მოვასწარით და გავაცანით. ასე რომ, ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით და ეს გეგმა არის ჩვენი ქვეყნის ძალიან სწრაფი აღორძინება და პოლიტიკური სისტემის სრულად შეცვლა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება