დავით უსუფაშვილი - უკმაყოფილო ვართ, რომ საქართველომ წელიწადნახევარი დაკარგა და დარწმუნებული ვარ, პატრიარქიც და ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს მომავალს ხედავს ევროპაში, გულდაწყვეტილია ხელისუფლების არასწორი ქმედებებით

უკმაყოფილო ვართ, რომ საქართველომ წელიწადნახევარი დაკარგა და დარწმუნებული ვარ, პატრიარქიც და ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს მომავალს ხედავს ევროპაში, გულდაწყვეტილია ხელისუფლების არასწორი ქმედებებით - ნახევარი ნაბიჯების გადადგმაც კი ხელისუფლებას ხალხმა აიძულა, - ასე ეხმიანება პატრიარქის განცხადებას "ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება არ არის ერთი რომელიმე ეპოქის დამსახურება და ეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის დამსახურებაა.

"ლელომ" ამ საკითხზე თავის პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რომ საქართველომ წელიწადნახევარი დაკარგა და დარწმუნებული ვარ, პატრიარქიც და ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს მომავალს ხედავს ევროპაში, გულდაწყვეტილია ხელისუფლების არასწორი ქმედებებით, რადგან წელიწადნახევარი დავკარგეთ. ახლა რომ დადებითი დასკვნა მოგვცა ევროკომისიამ ეს არის კარგი და შეუძლებელია, ვისაც თავისუფლება აინტერესებს და საქართველო თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ წარმოუდგენია, შეუძლებელია, ეს ნაბიჯი ევროკომისიის არ გაუხარდეს. საქმე ახლა იწყება და ბევრი რამ არის გასაკეთებელი, უნდა გაკეთდეს ყოველ დღე, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ.

ხალხმა ხელისუფლება აიძულა გადაედგა ის ნახევარი ნაბიჯებიც კი, რომლითაც 12 რეკომენდაცია შესრულდა სანახევროდ, მაგრამ ევროპამ დაინახა ხალხის მზაობა და სურვილი 12- ვე პუნქტის შესრულებასა და ევროინტეგრაციაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ამომრჩევლის იმ ნაწილის პრინციპული, პროევროპული არჩევანი, რომელიც ჯერ კიდევ "ოცნებისკენ" იყურებოდა. ესაა ქართველი ხალხის ნაწილი და ქართველმა ხალხმა აიძულა ხელისუფლება, რომელიც შანსს არ უშვებდა ტყუილები არ ეთქვა, რომ ევროპას სურს სისხლისღვრა და ომის გაჩაღება, რომ ისინი ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში და გვჩაგრავენ, რაღას არ ლაპარაკობდა",- განაცხადა უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება