Bloomberg – ევროკავშირი სავარაუდოდ, ვერ შეძლებს მარტამდე უკრაინისთვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას

ევროკავშირი სავარაუდოდ, ვერ შეძლებს მარტამდე უკრაინისთვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობიდან გამომდინარე, ევროკავშირი რისკის წინაშე დგას 2024 წლის მარტამდე უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი ვერ გადასცეს. ამ მომენტისთვის უკრაინას დაპირებული საბრძოლო მასალის დაახლოებით 30% გადაეცა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის ფონზე, რომ რუსეთმა საკუთარი წარმოების გაზრდა შეძლო. Bloomberg-ის ცნობით, მიმდინარე კვირას გამართულ შეხვედრებზე ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყნებმა აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ ევროკავშირი უფრო ეფექტიანი იყოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება