ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში

ჩემმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ნებისმიერი წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” - გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც არცერთი ომი არ უწარმოებია საქართველოს.

„ჩემმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ნებისმიერი წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა.

ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც არცერთი ომი არ უწარმოებია საქართველოს. არც ტერიტორიები დაგვიკარგავს. პირიქით, ვიზრდებით, ვმდიდრდებით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ისეთი რამ არის, რასაც კეთილდღეობა მოაქვს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის.

რა თქმა უნდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევა კვლავ არსებობს. არ გამქრალა, მაგრამ სტრატეგიული თმენის პოლიტიკა ავირჩიეთ. რატომ ვამბობ ახლა ამას? არის რაღაცები, რასაც მყისიერად ვერ მოვაგვარებთ. ხომ ასეა? ამიტომ, საჭიროა მოთმინება, გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ. თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ ამ გეგმის შესრულებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება