პრემიერი - როცა ხელისუფლებაში მოვედით 2012 წელს, საქართველოს ტერიტორიების 20% იყო ოკუპირებული და კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს არის ის, რაც გახლავთ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი რეალობისთვის

გადაწყვეტილება და პასუხი ყველა კონფლიქტზე უნდა გახდეს მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში „მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მშვიდობა იქნას მიღწეული.

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა შევუერთდე ჩემ ძვირფას კოლეგა, ძვირფას მეგობარს, ბატონ ფაშინიანს იმით, რომ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მაკრონს ამ ფორუმის ორგანიზებისთვის, ჩვენი მოწვევისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია, მოუგვარებელი კრიზისი. ვინ იტანჯება ამ კრიზისისგან? მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ერაში, სადაც არსებობს გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადი გარემო. მაგალითად, ჩვენ ვიხილეთ ომი უკრაინაში, რომელიც მიმდინარეობს და მის დასრულებას ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ კრიზისს ახლო აღმოსავლეთში, რაც ძალზე საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტებს საქართველოში, ოკუპაციას ჩვენი ტერიტორიებისას. ვხედავთ და გადაწყვეტილება არ ჩანს. მრავალი კონფლიქტი დავინახეთ ჩვენ აფრიკაში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში. გადაწყვეტილება და პასუხი ყველა ამ კონფლიქტზე უნდა გახდეს მშვიდობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მთავრობებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა იქნას მიღწეული.

როცა ხელისუფლებაში მოვედით 2012 წელს, საქართველოს ტერიტორიების 20% იყო ოკუპირებული და კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს არის ის, რაც გახლავთ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი რეალობისთვის. ომი ოცდამეერთე საუკუნეში, 2008 წელს. მანამდე იყო ომი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სეპარატისტებს მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაცია. საქართველომ ძალიან ბევრი გამოწვევა გამოიარა 2008 წლის ომის შემდეგ. ჩვენ ვნახეთ კიდევ დიდი ომის დაწყება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორი წლის წინ უკრაინაში. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის, რომ გვინდა თუ არა, ვეცდებით თუ არა, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და კონფრონტაცია, სამწუხაროდ ომი ჩვენზე ზეგავლენას ახდენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება