ირაკლი ღარიბაშვილი - განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს - საქართველო მშვიდობის მხარდამჭერია

განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს. კითხვის ავტორმა ახსენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი - ისრაელსა და ჰამასს შორის შექმნილი ვითარება. საქართველო მშვიდობის მხარდამჭერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე" - კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო გმობს სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ტერორიზმსა და ტერორისტულ აქტებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს. კითხვის ავტორმა ახსენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი - ისრაელსა და ჰამასს შორის შექმნილი ვითარება. საქართველო მშვიდობის მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, რაც ხდება ტერორიზმია და ვგმობთ სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ტერორიზმსა და ტერორისტულ აქტებს. აქაც მინდა გავიმეორო რაც უკვე ვთქვი დასაწყისში: მე განვაცხადე, რომ ქვეყნებს გამოსავალი პოვნა სჭირდებათ. თუ საკითხი ომის გზით ვერ გადაწყდება, უნდა დასხდეთ და დაილაპარაკოთ, მოილაპარაკოთ. ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვა ამ ვითარების შესახებ", - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება