პრემიერი - პირადად მქონდა კომუნიკაცია თითქმის ყველა ევროპელ ლიდერთან - დღეს არ მეგულება ევროპაში არცერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, სტატუსის მინიჭებას უკვე ოფიციალურად

ჩვენი მიზანია, რომ პროცესს არ ვაჩერებთ, პირიქით, არც შეგვიწყვეტია. რეკომენდაციები ახსენეთ, მინდა ვთქვა, რომ შემდეგი ნაბიჯი არის გაგრძელება და მუშაობა ამ რეკომენდაციებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას დღეს ევროპაში არ ეგულება, არცერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას.

„რაც შეეხება მოლოდინს, თქვენ ახსენეთ მოლოდინი და 15 დეკემბერს მისაღები გადაწყვეტილება 27 ქვეყნის მიერ. ჩვენ ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა და მე პირადად მქონდა კომუნიკაცია თითქმის ყველა ევროპელ ლიდერთან. დღეს ევროპაში არ მეგულება, არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უკვე ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია და თქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგზე დაყრდნობით აძლევენ რეკომენდაციას ქვეყანას, რომ მიეცეს სტატუსი.

ვფიქრობ, რომ მოლოდინები არის პოზიტიური და არ მგონია რამე შეიცვალოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება