ნიკოლ ფაშინიანი - მინდა მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ ევროპის საბჭოსადმი რეკომენდაცია გასცა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას ამ გზაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ გააკეთა.

„მინდა მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ ევროპის საბჭოსადმი რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს მნიშვნელოვანია. მე მინდოდა მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ოფიციალურად მიმელოცა ქართველი კოლეგისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას თუ რა ხდება. საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ ამ გზაზე“, - განაცხადა ფაშინიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება