პრემიერი - საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩემს მთავრობას და ჩვენს მმართველ პარტიას ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც შეუქცევადია და გულისხმობს ევროპასთან დაახლოებას, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან მიმზიდველი და შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და მიღწევები იქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე”, - გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას ჰქონდა პატივი 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე.

„მქონდა პატივი 2014 წელს ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე; თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაც გავაფორმეთ ევროპასთან; უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოგვენიჭა ევროკავშირის ტერიტორიაზე; გასული წელიც ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა; 2 დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიის მიერ. მან რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ისტორიული მიღწევაა! რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩემს მთავრობას და ჩვენს მმართველ პარტიას ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც შეუქცევადია და გულისხმობს ევროპასთან დაახლოებას; ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას გულისხმობს. ამ მიმართულებით მივდივართ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ ეროვნულ - ასე ვთქვათ - გეგმას ვუახლოვდებით”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის