საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრის ზუსტი ასლი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველსა და მეცნიერებათა აკადემიას გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების - “პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ელექტრული არითმომეტრის” რეკონსტრუირებული მოწყობილობა გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრის ზუსტი ასლი სტუ-ის რექტორმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, ნიკოლაძისეული არითმომეტრი, რომელმაც, ფაქტობრივად, საქართველოში, ინფორმატიკასა და გამოთვლით ტექნიკას დაუდო სათავე, რეკონსტრუირებულ იქნა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ, პროფესორ ლევან იმნაიშვილის ხელმძღვანელობით.

როგორც რექტორმა აღნიშნა, „პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ელექტრული არითმომეტრის“ ნიკოლაძისეული მოდელი გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიკარგა, რეკონსტრუირებული საანგარიშოს უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მისი ზუსტი ასლი პარიზში დაცული აღწერილობის მიხედვით შექმნეს.

რექტორის განცხადებით, გიორგი ნიკოლაძის გამოგონების აღდგენამ, სათანადო, დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებამ, რაც განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაძლებელია შეცვალოს ქართული კომპიუტერული ინჟინერიის ისტორია.

„მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პატივი გვაქვს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და მის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს გადავცეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შექმნილი გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების - არითმომეტრის ზუსტი ასლი. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი გადასახადიდან, გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრი იმ დროისათვის გარღვევა იყო გამოთვლით ტექნიკაში, რამდენადაც იყო პირველი ელექტრული მოწყობილობა, რომელიც პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ოპერაციებს ასრულებდა. პირდაპირი გამრავლების იდეა კი დღესაც ერთ-ერთი აქტუალური საკითხია”, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ქართველი მეცნიერები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება