იაპონიის ქალაქ ოსაკაში ქართული ღვინის სემინარი გაიმართა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" ორგანიზებით, ქართული ღვინის სემინარი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ალკოჰოლიანი სასმელების მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.

კომპანიასთან „Red Bridge" ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება