ლევან ხაბეიშვილი - თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, რომელიც  ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა - სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და პასუხისმგებლობას არავინ იღებს

თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

„თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, იმიტომ, რომ სასაფლაოზე იყო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა ხდება ადამიანების მკვლელობა, გატაცება და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ და სამწუხაროდ, არც ოკუპანტს, კონკრეტულ დამნაშავეებს არ სთხოვს პასუხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება