იუსტიციის სასწავლო ცენტრი და თურქეთის იუსტიციის აკადემია თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და თურქეთის იუსტიციის აკადემია თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს, რომელთა მიზანი იუსტიციის თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება იქნება.

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ და თურქეთის იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტმა მუჰითინ ოზდემირმა.

„თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ჟვანია თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰასან ილმაზსაც შეხვდა. მხარეები სასწავლო მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ.

ასევე, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა თურქეთის პენიტენციური და პრობაციის დაწესებულებებისა და საპატიმროების თანამშრომელთა სასწავლო ცენტრის დირექტორთან, თურქეთის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის პირველ მოადგილესთან, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გენერალურ მდივანთან, თურქეთში საქართველოს ელჩთან. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება