ამბროლაურში აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას საგანმანათლებლო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მშობლები და სხვა დაინტერესებული მსმენელი ესწრებოდა.

„მენტორმა ისაუბრა ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომებზე, საგანმანათლებლო სფეროს გამოწვევებსა და პოზიტიურ მშობლობაზე, პედაგოგის როლსა და მიდგომებზე სასკოლო ცხოვრებასთან მიმართებაში. გასცა ბევრი რჩევა და რეკომენდაცია, უპასუხა დასმულ კითხვებს.

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი არის პედაგოგი და ფსიქოლოგი. 2000 წლიდან არის ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2014 წლიდან ამავე ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. იგი ასამდე ქვეყნის საპატიო დოქტორია და ლექციების წასაკითხად მსოფლიოს მრავალ ქალაქში იწვევენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად მხარს უჭერს მსგავსი სახის აქტივობების განხორციელებას, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება