ანდრია ჯაღმაიძე - თამაზ გინტური იმ ბევრი გულანთებული ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი - ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ

თამაზ გინტური იმ ბევრი გულანთებული ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი - ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თამაზ გინტურის მსგავს ადამიანებს ვერ გავუფრთხილდით.

„ჩვენ ასეთ ხალხს ვერ გავუფრთხილდით. ეს არის იმ ბევრი გულანთებული ადამიანისგან ერთ-ერთი, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი, წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ“,- აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა დაუფიქრებელი ნაბიჯი ლომისის ეკლესიაში შესვლა, ჯაღმაიძე აღნიშნავს: „არა, მე ვამბობ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯია, როდესაც ისე ვამწვავებთ სიტუაციას, რომლის მართვა შემდეგ არ შეგვიძლია, რისკის ქვეშ ვაყენებთ ხალხს“.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების უსამართლოდ ოკუპაციას, არაერთი მსგავსი ტრაგედია მოჰყვა.

„ეს არის დიდი ტკივილი, ტრაგედია. საქართველოს ტერიტორიების უსამართლოდ ოკუპაციას, არაერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. ასეთი ვაჟკაცური გული, ასეთი ვაჟკაცი ამას იოლად ვერ აიტანს. ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლო იყოს. ყველას ვუსამძიმრებ“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ საგანგაშოა ეკლესიების ოკუპაცია და სადაც შეუძლიათ ცდილობენ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა შეინარჩუნონ მსახურება და ტაძრების მოვლა-პატრონობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება